ვახუშტი კოტეტიშვილი ის ხელოვანია, რომელიც თავის სათქმელს განსაკუთრებულუ ორიგინალობით გვთავაზობს საკუთარ ლექსებში:
“რაც მოხდა, ჩემზე ახია,
ჯავრი ვიღაზე ვიყარო?!
ბედმა უკუღმა დამხია,
აღარ მამღერა “წინ წყარო”.
ნეტავ რამ გაგაძლებინა
ჩემს სულში, ცეცხლო ცინცხალო?!
რა უცებ შემომაღამდი,
გაუთენარო ცისკარო?!”