9 დეკემბერი, 2022

ვახტანგ ღლონტის საუკეთესო სიტყვები

პოეტ ვახტანგ ღლონტის შემოქმედებაში გულწრფელობაა ის მთავარი და ამოსავალი წერტილი, რაც მკითხველს ყველაზე მეტად იზიდავს.

“არტ ინფო” პოეტის ერთ-ერთ ლექსს გიზიარებთ:

“მტერი, როგორც მეგობარი,
მოდგომია კარიბჭეს;
საქართველო ჩუმად არის,
საქართველო არ იმჩნევს.
ავხორცული ჟინით ზვერავს
პირმშვენიერ ,,ბარიშნებს”;
საქართველო ჩუმად არის,
საქართველო არ იმჩნევს.
ისაკუთრებს ჩვენს ეზო-კარს,
თურინჯებს და ნარინჯებს;
საქართველო ჩუმად არის,
საქართველო არ იმჩნევს.
პოეტს თუ ვერ მოისყიდის,
ნახავს ვინმე ,,ჩალიჩმენს”;
საქართველო ჩუმად არის,
საქართველო არ იმჩნევს.
ბიჭო, რამეს თუ აპირებ,
თვალით მაინც მანიშნე;
საქართველო ჩუმად არის,
საქართველო არ იმჩნევს.
თუ, სიბერით სიკვდილი გჭირს,
ვუი შენ და ვაი ჩვენ;
საქართველო ჩუმად არის,
საქართველო არ იმჩნევს.
ჰეი-მეთქი, სიმწრისაგან,
ბოლო ხმაზე მოგძახი;
მორჩა, ტყეში ვიხიზნები
თოფითა და ოჯახით.
ვერ მოვკვდები ასე ჩუმად,
ჯავრის ამოუყრელად;
შენ ხომ ასე შეიწირე,
ვინც ვარგოდა – სუყველა.
აღარც შენი შვილობა მსურს,
აღარც შენი დანახვა;
სირცხვილეულ სიცოცხლეზე
ვერ ვიქნები თანახმა.
ვიცი, ვიცი სათვალავში
მაინც არ დაგაკლდები;
შენთვის მუდამ კვდება ვიღაც,
ამიტომაც არ კვდები!”