5 დეკემბერი, 2022

უმოკლესად აღწერილი რეალობა ბესიკ ხარანაულისგან

უდიდესი ნიჭია მინიმალური სიტყვებით მაქსიმალურად წარმოაჩინო რეალობა – ამის დიდოსტატი ბესიკ ხარანაულია:

“გაძარცვული პერსონაჟი ფიროსმანისა.

ჩემს სიახლეში,
როცა იყო სპილენძის ხურდა,
ათი თეთრით
ქალაქს მოივლიდი;
შეიძლება,
ფუნთუშაც გეყიდა.
ახლა, სიბერეში,
არც ტაქსით მივლია,
არც მანქანით,
არც მეტროთი,
არც ავტობუსით
და,
ვბრუნდები
გაძარცვულივით.
რა მოხდა ასეთი?
წინათ ლექსებს ვაპარებდი,
ახლა ვაფრიალებ,
საქართველო არ იცოდნენ,
ახლა გაყვირიან.
მშვიდობიანად ვიარე,
ორგან ჩამოვჯექი,
დავბრუნდი სახლში.
ავი თვალის,
ავი გულის,
არავინ მინახავს,
„მშვიდობის ქალაქი“
ყელს მეკიდა ავგაროზივით.
კვირობდნენ კი,
სხვა ქალაქები,
რო გავრცელდა ეს ინფორმაცია:
შური კლავდათ,
რომ გარეთ ომია,
და,
აქ კი მშვიდობა,
ხალხიც სრულადაა
და მიწაც მრთელია,
საახალწლო დალოცვასავით,
ნაძვის ხესავით.
და მეც:
სახლის წინ,
შიშველი,
ტიტველი,
გაძარცვული
პერსონაჟი
ფიროსმანისა.”