21 დეკემბერი, 2022

თემურ ცაგურიას უძვირფასესი საჩუქარი თემურ წიკლაურს

მომღერალმა და პოეტმა თემურ ცაგურიამ უძვირფასესი საჩუქარი  გაუკეთა თემურ წიკლაურს. მან საკუთარ ლექსზე ულამაზესი სიმღერა დაწერა, რომელიც ლეგენდარულმა მომღერალმა არაჩვეულებრივად შეასრულა:

“რატომ გიკვირს სხვისი ცუდი, თუკი თვითონ ავის ძმა ხარ?!
მახინჯს ტყუილად ნუ დასცინებ, მერე რა, რომ არა ჰგავხარ?!
ობოლს ლუკმას ნუ წაართმევ, ობოლია, ეწყინება…
კაცი გასაჭირში ნახო, მასზე ნუ გაგეცინება!

ქალი ნახო ფეხშიშველი ოქრო, ფული, არ აჩვენო!
მომღერალი ნახო ვინმე, იმღეროს არ შეაჩერო!
ბავშვი ნახო, ტყუილს ნუ ეტყვი, გაიზრდება, გიღალატებს!
სალოცავი ნახო სადმე ნუ წაბილწავ წმინდა ხატებს!

რა ცუდია როცა კაცი არცა მღერის, არცა ტირის,
აღარც მზის ჩასვლა ახარებს, არც ახარებს მადლი დილის,
რაც ამ ქვეყნად უშოვია ყველაფერი მიაქვს ქარსა,
აღარც უყვარს სატრფოსა და აღარც მეგობარსა.”