14 დეკემბერი, 2022

სულხან ჯაიანის იტალიური წარმატება

ოპერის ქართველმა მომღერალმა – ბანმა სულხან ჯაიანმა იტალიაში უდიდეს წარმატებას მიაღწია. მას ქალაქ მოდენაში გამართულ მსოფლიოს უდიდესი ბანის, ნიკოლაი გიაუროვის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე გიაუროვის სახელობის პრემია “საუკეთესო ბანი” მიენიჭა.

გადაწყვეტილება საერთაშორისო კონკურსის ჟიურიმ მიიღო, რომლის პრეზიდენტიც საოპერო სამყაროში ცნობილი ბანი რობერტო სკანდიუცი გახლდათ.