25 დეკემბერი, 2022

საუკეთესო ამბავი რეზო ინანიშვილზე

მწერალ რეზო ინანიშვილზე კარგზე კარგი სიახლე გვაქვს – მის მშობლიურ სოფელ ხაშმში მწერლის სახლ-მუზეუმი გაიხსნა.

ეს საკითხი წლების განმავლობაში აქტუალური იყო, თუმცა მისი განხორციელება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

რეზო ინანიშვილის შემოქმედების მოყვარულებს შეუძლიათ სახლ-მუხეუმი მოინახულონ და მწერლის პირადი ნივთები, უნიკალური ჩანაწერები დაათვალიერონ.

სახლ – მუზეუმის რეკონსტრუქცია და აღდგენითი სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 165 243 ლარით დაფინანსდა.

მწერლის სახლ-მუზეუმის აშენების იდეა 2014 წელს პირველად გურამ ოდიშარიამ გააჟღერა.