7 დეკემბერი, 2022

საქართველოს უნიკალური რუკა ბავარიის ბიბლიოთეკიდან

ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკის კოლექციაში დაცული რუკების კრებულს, რომელიც 1709 წელს ლონდონშია გამოცემული, ისტორიკოსი გიორგი კალანდია გვიზიარებს:

“არ მაქვს სეპარატისტებისთვის კარგი ამბავი – ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკის კოლექციაში დაცულია რუკების კრებული, გამოცემული ლონდონში 1709 წელს.

აქ საქართველოს რუკაზე, აფახაზები ტერმინებით: Abassia და Avogassia ერთ შემთხვევაში პიცუნდის ზემოთაა აღნიშნული, მეორეგან კი – პიცუნდასთან ახლოს მთებში. დრანდა და ბედია კი სამეგრელოს ტერიტორიაზეა მონიშნული.

აი, ასეთია ისტორიული სინამდვილე, რომელსაც ვერ დაემალები.”