6 დეკემბერი, 2022

ქეთევან კიკნაძე: “ეს არის ჩემი აღსარება”

მსახიობი ქეთევან კიკნაძე საზოგადოებას იმ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას აცნობს, რომელიც მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია:

“არის წუთები, ყველაფრის აღიარების, ხოდა მეც მინდა ზოგიერთი რამ იცოდეს საზოგადოებამ.

ამ სახლში მარტო გიგა არ იზრდებოდა, აქ იზრდებოდა მარიკა ლორთქიფანიძე, ევგენი მიქელაძე, დამისახელეთ მსგავსი ადამიანები…

სირცხვილი თქვენი, ამას შეგახსნებთ ხოლმე ხშირ-ხშირად, ვინც თავისი ქვეყნის წარსულს და ისტორიას პატივს არ სცემს, ვერასოდეს წავა წინ, ასე იჩოჩიალებთ მთელი ცხოვრება.

ასევე მინდა საზოგადოებამ იცოდეს – ჩუნეშის ლორთქიფანიძეების სათავადო მიწები გადავეცით საპატრიარქოს, უარი ვთქვით ბათუმის სახლზე, უარი ვთქვით რუსთავში ბინის მიღებაზე, უარი ვთქვით სააგარაკო მიწაზე, თბილისის ერთი ბინა ჩვაბარეთ, ევგენი მიქელაძის როიალი ვაჩუქე მისი სახელობის სიმფონიურ ორკესტრს, რომელიც სიხარულით მიიღეს!

სულ ეს არის ჩემი ა ღ ს ა რ ე ბ ა,
მადლობა ყურადღებისთვის,

სამაგიეროდ, ჩემს ზემოთ მცხოვრების სააბაზანოდან წყალი ჩამომდის, მეუბნებიან, შენ გესხმება და შენ გააკეთეო.

ღმერთო, ჩემი მონაგარი მიმყოფე ჯანმრთელად და ყველას თავისი გზით გაუმარჯოს, ღმერთი მაღალია. იმან განსაჯოს.”