1 დეკემბერი, 2022

ნუგზარ შარია გარდაიცვალა

მსახიობი ნუგზარ შარია 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ გაავრცელა.

იგი უცხოეთში 1970 წლიდან იმყოფებოდა.  ჯერ პარიზში ცხოვრობდა, შემდეგ ნიუ იორკში გადასახლდა, სადაც რადიოში მუშაობის პარალელურად, ნიუ იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში კითხულობდა ლექციებს კინორეჟისურაზე.

რამდენიმე წელი გერმანიის ქალაქ მიუნხენშიც ცხოვრობდა და მალე გერმანიის სახალხო არტისტის წოდებაც მიიღო.

ფილმებში მონაწილეობის პარალელურად, სცენარებსაც წერდა. საქართველოში მსახიობი გადაღებულია ფილმებში: „ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“…

ნუგზარ შარია 78 წლის ასაკში „ოსკარის“ თავმჯდომარედ აირჩიეს. მისი კანდიდატურა ამ პოსტზე რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა წარადგინა. მან განაცხადა, რომ ნუგზარ შარია უდავოდ მოიაზრება ბროდვეის ხელოვანთა 20-ულში.

ქართველი მსახიობის 80 წლის იუბილე ბროდვეიზე ჯოზეფინ ლევინის თეატრში აღნიშნეს. მრგვალი თარიღის აღნიშვნის ინიციატორი თეატრის დირექტორი ტედ მენი გახლდათ.

როდესაც იუბილარ ხელოვანს ღონისძიების შესახებ აცნობეს, თეატრის დირექტორს მადლობა გადაუხადა:

“ნიუ-იორკში თეატრს მივწერე მადლობა და ავუხსენი, რომ ვერ ვიქნები, რაზეც მიპასუხეს, რომ მაინც უჩემოდ აღნიშნავენ!” – იხსენებდა ნუგზარ შარია.