3 დეკემბერი, 2022

ნინო სურგულაძის საგანგებო ვიდეო

ოპერის მომღერალმა ნინო სურგულაძემ საგანგებო ვიდეო ჩაწერა და მასში ქალთა მიმართ ძალადობაზე ისაუბრა:

“უდიდესი მადლობა ყველა თბილი კომენტარისთვის, რომელსაც წერთ ჩემს მიმართ, ბავშვების მიმართ. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ თქვენს კომენტარს.

მინდოდა შევხებოდი ერთ ძალიან მტკივნეულ და მნიშვნელოვან თემას – ძალადობის თემას, რომელიც დღეს ძალიან აქტუალურია როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში. ძალიან ხშირია შემთხვევები, ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ქალთა მიმართ ძალადობას და მათ ძალიან ხშირ მკვლელობებს.

ეს საზარელი ფაქტები არის, რა თქმა უნდა, სასაუბრო თემა და უნდა იყოს ყველგან და უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვნად გასაგები ყველასთვის, რომ ეს არის დასაგმობი, რომ ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ ამის წინააღმდეგ.

არავის აქვს უფლება ხელყოს სიცოცხლე, იძალადოს მეორე ადამიანზე. მით უმეტეს, მამაკაცმა, ძლიერმა არსებამ ფიზიკურად იძალადოს ქალზე. ძალიან ხშირია, რომ ჰყავთ შვილები და შვილების თვალწინაც ხდება ეს ყველაფერი…

ვფიქრობ, საწყისი ამ პრობლემის ალბათ ისევ და ისევ ოჯახიდან მოდის იმიტომ, რომ ჩვენ ვზრდით ამ ბავშვებს და განაპირობებს ის გარემო, რასაც ისინი უყურებენ…

ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად დავგმოთ ძალადობა. არა ძალადობას! არანაირი ფორმით! და ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ქალთა მიმართ ძალადობაზე.”