პოეტმა მუხრან მაჭავარიანმა უძვირფასესი საგანძური – თავისი გენიალური პოეზია სულიერ საზრდოდ დაგვიტოვა.
მისი ყოველი ლექსი სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულითაა განმსჭვალული:
“მითხარი, ცაო, მითხარ, ზღვაო, მითხარით, ძმებო;
მითხარ, არწივო, მითხარ, მუხავ, მითხარი, შურთხო:
რაა საჭირო, – რა გზა უნდა გამოიძებნოს,
რომ საქართველომ თავისუფლად ამოისუნთქოს!
მის გულში გადის სამყაროსი უდრეკი ღერძი.
ის არასოდეს არ იკადრებს, რაც არ ეგების.
მას ალაზანი სახრესავით უჭირავს ხელში
და კავკასიონს აქლემივით მიერეკების.”