30 დეკემბერი, 2022

მუხრან მაჭავარიანი ყველაზე მთავარზე

მუხრან მაჭავარიანი იყო ის დიდებული პოეტი, ვისთვისაც სამშობლო უპირველესი გახლდათ და მასზე ფიქრი საშველს აღარ აძლევდა:

“საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე
მამულზე ფიქრი,
ხანდახან
გულში
ღიმილით
ვიტყვი: –
რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა,
მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს! –
რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!
ანდა რომელი მსაჯული მისი!
პასუხად მყისვე,
ვითარცა სეტყვა,
ვინც კი და რაც კი არსებობს ირგვლივ, –
იხუვლებს ხოლმე,
იხუვლებს ერთხმად –
ღალატიაო
მაგგვარი
ფიქრი!”