მოუსმინეთ იუბილარ ტარიელ ხარხელაურს

იუბილარი ტარიელ ხარხელაური ღირსეული ცხოვრებით ცხოვრობს და ამას თავისი უბრალოებითა და ადამიანობით ამტკიცებს:

“ჭაღარა მარტო მე?!
მთას გამოერია…
ცა ცდილობს
ღრუბლებით შეფაროს,
მიყვარხარ!..შენ ამბობ,
არც ისე ბევრია…
არც ისე ბევრია,
მზექალო…
შეხედე,გაშლილ მხრებს
ვარსკვლავი მიცვარავს,
ქარები ნიადაგ
სასთუმალს მინამვენ,
შეხედე!..
და ეს დღე თუ გარდაიცვალა,
ინანებ ქალკუპრო, ინანებ…
სამყარო შენს თავზე
მე წამოვაჩრდილე,
მე ვიყავ,
ცხელ მზეებს
ცაზე რომ ვფარავდი,
რა ვიცი, მზექალო
და კი არ გაშინებ,
არც ეგ სიტურფეა,
მყარი და მარადი…”