21 დეკემბერი, 2022

მერაბ მამარდაშვილის საოცარი ჩანაწერი

ფილოსოფოს მერაბ მამარდაშვილის წერილები და ჩანაწერები რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალურია.

“არტ ინფო” მისი წერილებიდან მცირე ამონარიდს გთავაზობთ:

,,ნუ გაუსწრებთ მოვლენებს წინ, ნუ იფიქრებთ პოლიტიკური კლიშეებით, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყვნენ ისინი, დაიწყეთ საკუთარი თავით და საქმით, მივხედოთ სკოლებს, სპეციალობებს, რადგან ჯერ ისედაც გვაკლია პროფესიონალური ცოდნა და გამოცდილება, მოქალაქეობრივი შეგნება და თუ ასე ერთი ხელის მოსმით გადავეშვებით პოლიტიკის აღელვებულ ზღვაში, მალევე გავირიყებით ნაპირზე მშიერ – ტიტველნი და უმეცარნი.

აუცილებელია, ვიღაც ყოველდღე ეუბნებოდეს თავის ხალხს – “მოისურვე ბელადი? ფრთხილად, იცოდე, ესაა მონობა.”

გვახსოვდეს – ჩვენში დალექილია სისასტიკის, სადიზმის, ძალადობის და, რაც მთავარია, უვიცობის, სიბნელის ნარჩენები.

და ბოლოს, მე მინდა მიბრუნება იმ პარადოქსულ დებულებასთან, რომ სწორედ მარტოობა არის პირობა კავშირისა. ეს გარემოება მრავალ რელიგიურ-მედიტაციურ ტექსტშია გამოთქმული. ძირეული სიბრძნე ისაა, რომ მხოლოდ სიმარტოვის უფსკრულიდან შეგიძლია მიაწვდინო ხმა სხვას.”