19 დეკემბერი, 2022

გურამ დოჩანაშვილის საოცარი წერილი

მწერალი გურამ დოჩანაშვილი ყველაზე მეტად მაშინ წუხდა, როცა მოქიშპე ქართველებს ხედავდა:

“ძალიან ვდარდობ, ერთმანეთის მოქიშპე ქართველებს რომ ვხედავ. 9 აპრილის მერე როგორ გვიყვარდა ერთმანეთი, მერე რამ გაგვაბოროტა… სახარებაზე წარმოდგენა არა აქვთ და იმიტომ…

ვცდილობ, ტელევიზიით საინფორმაციო გამოშვებებს არ ვუყურო. რამდენჯერაც შემთხვევით წავაწყდი ინფორმაციას, იმდენჯერ წნევამ ამიწია. ამდენი ცუდის მოსმენა აუტანელია!

ოპერას ვუსმენ და ვმშვიდდები…

დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება…”