6 დეკემბერი, 2022

გრიგოლ ფერაძის საამაყო ამბავი

არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძეს მთელი თავისი შეგნებით ჰქონდა გააზრებული ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ჩადენილი საამაყო საქციელი, რომელიც ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ კიდევ ერთხელ გაგვახსენა:

“80 წლის წინ, 1942 წლის 6 დეკემბერი, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი:

– ბატონო კომენდანტო, შეიძლება თხოვნით მოგმართოთ?
– თქვი, – მკვახედ უპასუხია კომენდანტს.
– გაზის კამერისაკენ ჩემი მეგობარი მოჰყავთ, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახის პატრონია. თუ ნებას დამრთავთ, მის ნაცვლად მე შევალ…
– რადგან ასე მთხოვ, უარს ვერ გკადრებ, მით უმეტეს, ღვთის მსახურს. ერთი ეს მითხარი, გერმანულ ენას ასე კარგად სად დაეუფლე?
– გერმანიაში, ბერლინში.
– ნიჭი გქონია. სადაური ხარ?
– საქართველოდან.
– სტალინის სამშობლოდან?
– დიახ.
– აქ როგორ მოხვდი?
– ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი ვარ.
– პროფესორი ხარ და თავს იკლავ?
– ღმერთი არა მკლავს და თავს მევე მივხედავ.

სწორედ ამ დროს გაზის კამერას ტყვეთა ახალი ჯგუფი მიაყენეს.
– რომელია შენი ნაცნობი?
– აი, ეს, – უპასუხია არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძეს.

კომენდანტმა ტყვეთა მცველს დაავალა სიკვდილმისჯილის გათავისუფლება და მის ნაცვლად გაზის კამერაში არქიმანდრიტ გრიგოლის შეშვება.

მხოლოდ ხუთი წუთი გახდა საჭირო, რომ ეპოქალური ქართველი მეცნიერი და მღვდელმსახური, დოქტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე მარადიულ უკვდავებას ზიარებოდა, რაც საკონცენტრაციო ბანაკის ექიმმა, ულენ ბრუკმა გულგრილი ხელმოწერით დაადასტურა.”