ვაჟა ფშაველა რომ გენიოსია, ამაზე არავინ დავობს. მისი ლექსები, პოემები, წერილები, ჩანაწერები აღსავსეა საქართველოსა და ქართველების სიყვარულით.
მისი უნიკალურობა იმაშია, რომ პირდაპირ ამბობს სათქმელს და თითოეულ ჩვენგანს ყველაზე მთავარზე გვაფიქრებს:
“… დაჩერჩეტობენ მრავალნი,
ატყაპუნებენ ყურებსა,
ტყავი გააძვრეს ქვეყანას,
ჯიბეს იყრიან ფულებსა…
კაცებად იმათვე სთვლიან,
ამ ხალხის მცარცველ თულებსა!..
ქვეყნის ჭკვა-გრძნობას რა ვუთხრა,
ქვეყნის სამართალს მქისესა, –
იუდას საკმელს უკმევენ,
ჯვარზე აცვამენ ქრისტესა!..
ბრბო მაინც არ გათეთრდება,
რაც უნდა ხეხო ქვიშითა,
იმის სიყვარულს მოიხვეჭ
მხოლოდ ძალით და შიშითა.”