23 დეკემბერი, 2022

ერლომ ახვლედიანის უზუსტესი წინასწარმეტყველება

მწერალი ერლომ ახვლედიანი წლების წინ ამბობდა: – “ძალადობა მარტო იმიტომ კი არ არის ცუდი, რომ თავისთავად ძალადობაა, კიდევ უფრო ცუდი ის არის, რომ ძალადობა იწვევს შემდეგ ძალადობას, და შემდეგს და შემდეგს და შემდეგს… თუ ვინმემ არ გაწყვიტა ეს ჯაჭვი ჩაკეტილი ყულფი გაკეთდება.”

მწერლის ეს არაჩვეულებრივი მოსაზრება რეჟისორმა ბესო სოლომანაშვილმა გაგვახსენა:

“ერთხელ ერლომ ახვლედიანმა გვითხრა, ძალადობა მარტო იმიტომ კი არ არის ცუდი, რომ თავისთავად ძალადობააო, კიდევ უფრო ცუდი ის არის, რომ ძალადობა იწვევს შემდეგ ძალადობას, და შემდეგს და შემდეგს და შემდეგსო… თუ ვინმემ არ გაწყვიტა ეს ჯაჭვი ჩაკეტილი ყულფი გაკეთდებაო.

ერლომ ახვლედიანის შვილი გარდაცვლილა – ბაქარი, გული აწუხებდა, ვერ ვუშველეთ, არ აღმოგვაჩნდა ძალა, არ აღმოგვაჩნდა რესურსი.

გიორგი ჩუთლაშვილი გარდაიცვალა ახალგაზრდა პოეტი, ვერ ვუშველეთ, არ აღმოგვაჩნდა ძალა, არ აღმოგვაჩნდა რესურსი…
ყულფი…”