18 დეკემბერი, 2022

ბავშვის აღზრდის უნივერსალური მეთოდი შალვა ამონაშვილისგან

შალვა ამონაშვილის ლექციები ათასობით მშობლისთვის ძალიან საინტერესოა. ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი ბავშვის აღზრდის უნივერსალური მეთოდს გვიზიარებს:

“არსებობს ბავშვის აღზრდის უნივერსალური მეთოდი. ეს მეთოდი ყველამ კარგად იცის, მაგრამ ოჯახში ძალიან იშვიათად გამოიყენება. ეს მეთოდი არის “უფროსის მაგალითი” – თქვენი მაგალითი. ბავშვი ყოველდღიურად უნდა ხედავდეს საკუთარი მშობლების მაგალითს: როგორ ცხოვრობენ ისინი, როგორ ურთიერთობენ, რისკენ ისწრაფვიან, რა ინტერესები აქვთ…

კარგი მაგალითი გადაფარავს აღზრდის დროს დაშვებულ შეცდომებს. სწორედ კარგი მაგალითის მიცემის გზით ხდება ბავშვის აღზრდა!”