მწერალ ნოდარ დუმბაძეს აფხაზმა პოეტმა შამილ ფილიამ აფხაზეთის ომის შემდეგ ლექსი მიუძღვნა, რომელიც მწერლის შვილმა მანანა დუმბაძემ გაგვიზიარა:
“2013 წლის 6 დეკემბერს გარდაიცვალა აფხაზი პოეტი შამილ ფილია!
უღრმეს მადლობას ვუხდი მას ლექსისთვის, რომელიც ნოდარ დუმბაძეს მიუძღვნა, აფხაზეთის ომის შემდეგ:
ვხედავ, ჩვენს შორის
ტყვია ჩამდგარა,
ერთურთს ამაგი ვერ
დავუფასეთ,
მაგრამ რა ვუყო ამ გულს,
რომელიც
ვერ დაივიწყებს
ნოდარ დუმბაძეს.”