4 დეკემბერი, 2022

ანსამბლი “როკვა” ცეკვის საერთაშორისო კონკურსზე

მცხეთის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლი “როკვა”, რომლის ხელმძღვანელიც ქალბატონი ნინო იმერლიშვილი,  ხოლო ქორეოგრაფი ბატონი გიორგი პატაშური არიან, სომხეთის დედაქალაქ ერევანში ცეკვის საერთაშორისო კონკურსზე DANCE SUPER STAR 2022-ზე მიემგზავრება. ანსამბლი სომხეთში 100-ზე მეტი წარმომადგენლით მიდის, რაც საქართველოსთვის ნამდვილად საამაყოა.

საერთაშორისო კონკურსი 9-12 დეკემბერს იუნესკოს ეგიდით  ჩატარდება და მისი ორგანიზატორია მსოფლიო ცეკვების ორგანიზაცია WAPA- World Artistic Dance Federation.

9 დეკემბრიდან 15-მდე ქვეყანის – საქართველოს, სომხეთის, არგენტინის, მექსიკის, ესპანეთის, საფრანგეთის, იტალიის, ყაზახეთის, ირანის, ბელარუსის, სერბეთის, რუსეთის, ლიტვის წარმომადგენლები საკონკურსო მარათონში ჩაერთვებიან.

ქორეოგრაფიული ანსამბლი “როკვა” ერთადერთი ქართული ანსამბლია, რომელიც ამ კონკურსზე საქართველოს წარადგენს.

კონკურსის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, ყველა ქვეყანა მათი ქვეყნის ტრადიციულ ფოლკლურულ ცეკვებს შეასრულებს. ცეკვის დასრულებისას პროფესიონალი ჟიური 10-ქულიანი სისტემით – ღია შეფასებით, ქულათა აწევით – შეაფასებს თითოეულ ანსამბლს.

2-დღიანი კონკურსის შემდეგ, ქულათა დაჯამებით გამარჯვებული  გამოვლინდება   გალა კონცერტზე, რომელიც 11 დეკემბერს ერევნის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.

მონაწილეთა შორის დასახელდებიან გრან პრის, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები და  სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები.