ანა კალანდაძის სამარცხვინო ბიუსტი

პოეზიის დედოაფლად წოდებული ანა კალანდაძის ბიუსტი ჩოხატაურში დალაქავებული და ჭუჭყიანია.

ინფორმაცია და ფოტო გვერდმა “პოეზიარი-ავტორთა წარმოჩენა” გაავრცელა:

“რა გული მოგითმენს კაცს?

არ გეგონოთ ძველი ფოტო, თუნდაც იყოს, იცანით ვისი ბიუსტია? 90% ვერც მიხვდება. ეს დალაქავებული, მაღალ ბალახებში მდგარი ბიუსტი იმ პოეტს ეკუთვნის, ვისაც ყველა ქართველი იცნობს, ვისი ბიუსტიც არცერთ დიდ ქალაქში არ დადგეს დღემდე და მეეჭვება მისი 100 წლის იუბილეზე მაინც დადგან, რომელიც 2 წელში მოდის.

ჩოხატაურის მერიავ და კულტ. სამსახურო, გარეცხეთ და გაასუფთავეთ მაინც, სირცხვილი თქვენ, სირცხვილი!”