მომღერლისა და პოეტის თემურ ცაგურიას შემოქმედებაში მრავლად არის გამორჩეულად ძვირფასი სტროფები.
“არტ ინფო” მის ერთ-ერთ ლექსს გიზიარებთ:
“ჩამოასხით! იმისი ვთქვათ სადღეგრძელო,
ვინც უფალმა მაღლა ცაში წაიყვანა.
ვინც თავისი საოცარი დიდი გულით
ერთმანეთის სიყვარული დაგვიბარა…
ასე გვითხრა – იმ ქვეყნიდან გხედავთ ძმებო.
ერთი ჭიქა მეც დამიდგით – მოგეფეროთ,
თუ სიმღერას წამოიწყებთ მეც მამღერეთ,
რომ დავლოცო ჩემი ტკბილი საქართველო…
ჩამოასხით მისი შევსვათ სადღეგრელო
ვინც ღიმილით შეეგება წლების თოვას,
ვინც კეთილი, დიდი გულით იცხოვრა და
სევდის ნაცვლად სიყვარული დაგვიტოვა…
ასე გვითხრა – იმქვეყნიდან გხედავთ ძმებო.
ერთი ჭიქა მეც დამიდგით – მოგეფეროთ,
თუ სიმღერას წამოიწყებთ მეც მამღერეთ,
რომ დავლოცო ჩემი ტკბილი საქართველო…”