27 ნოემბერი, 2022

ნიკო გომელაურის ოქროს სიტყვები

ნიკო გომელაურის პოეზიაში თითოეული სიტყვა იმდენად მართალია, რთულია მისი ლექსებიდან საუკეთესო ამოარჩიო.

“არტ ინფო” გთავაზობთ ნიკოს ერთ-ერთ ლექსს, რომელიც ისეთი რეალურია, თითქოს ახლა წერდეს მას უნიჭიერესი ხელოვანი:

“კაცებს აღარ გვაქვს ძარღვებში სისხლი,
ჩვენ ქალებს რძე და ცრემლი დაუშრათ.
სანთლის დანთებით ვმალავთ ჩვენს სირცხვილს?!
დაუშვებელი, ვცდილობთ, დავუშვათ?
ტლუმ გაიხარა, თავის თავს ვერ სცნობს მეორე ტლუში,
არისტოკრატი შეშინებული და პირმყრალია.
პატრიოტები ერთი მეორეს ესვრიან ზურგში,
ყველა მეორე გენერალია…
უსუსურები გამეფებულან და უვიცები.
გადახდილია ფული ტყვიებში,
ფული სიკვდილში გადახდილია.
მათხოვარი სთხოვს ხურდას მათხოვარს
და საფლავები კვლავ გათხრილია.
ჩემი ქვეყანა, გადაფლეთილი,
გაძარცული დამწვარი ყანა…
ასე არ არის, ხალხნო?
ასე არ არის, განა?
აი, ამიტომ აღარ აქვთ ჩვენს კაცებს ძარღვებში სისხლი,
აი, ამიტომ რძე და ცრემლი დაუშრათ ქალებს.”