6 ნოემბერი, 2022

გია მურღულია ყველაზე მთავარზე

ფილოლოგი გია მურღულია ყველაზე მთავარზე – სიყვარულზე არაჩვეულებრივ წერილს გვთავაზობს:

“ამბობენ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ სიყვარული ავადმყოფობათა სიაში ოფიციალურად შეიტანა და შესაბამისი კოდიც მიანიჭა.

შეიძლება იქაურები ფორმალურად მართლებიც არიან, მაგრამ ნუთუ მთელი სამყარო ამდენი საუკუნის განმავლობაში “ავადმყოფობას” ესწრაფვის და შეჰხარის?!

ავად იყვნენ პარისი, რომელიც მშვენიერ ელენეს ეტრფოდა? ან ტარიელი, რომელიც ნესტანისთვის მთელ დედამიწაზე დახეტიალობდა? ან რომეო, ჯულიეტას გარეშე ყოფნას საწამლავთან ზიარება რომ არჩია? ან ის უამრავი კაცი თუ ქალი, სიყვარულის ტაძარში უკვდავ სანთლებს რომ ანთებდნენ და ანთებენ?

ერთხელ დოსტოევსკიმ თქვა: “რომ მითხრან, იესო ჭეშმარიტება არ არისო და ეს მართალი აღმოჩნდეს, მე მაინც იესოსთან დარჩენას ვარჩევდი, ვიდრე ჭეშმარიტებასთან”.

სიყვარული ავადმყოფობაც რომ იყოს, ყველა მასთან ყოფნას ამჯობინებდა, ვიდრე უსიყვარულობასთან.

თვალებს გახელა აძლევს აზრს და ამიტომ.”