8 ნოემბერი, 2022

ძალიან კარგი წერილი ილია ჭავჭავაძეზე

ყველა დროის ყველაზე დიდ ქართველზე – ილია ჭავჭავაძეზე ძალიან კარგ წერილს გვთავაზობს გიორგი კეკელიძე:

“ასეა. ყველა დროის ყველაზე დიდი ქართველი, ილია ჭავჭავაძე – 185.

ჰოდა, განა მხოლოდ დღეს არის ცილისწამება და ლანძღვა მოდური საქმე, მაშინაც, ამ უზარმაზარი კაცის დროსაც დიდად წარმატებული ეროვნული სპორტი იყო. აბრალებდნენ ყველაფერს, რისი გამოგონებაც ადამიანის ავ გონებას შეუძლია – სასმელი წყლის გადაკეტვას, გლეხების დახოცვას, ქვეყნის სიძულვილს და სხვანი. არ იფიქროთ რომ იოლად იტანდა ამას. ადამიანს სიტყვა კლავს და სიტყვა აცოცხლებს.

სიცოცხლის მიწურულს კალამს ვეღარ იჭერდა ხელში. ტყვია რომ ესროლეს, ეს იმ ზიზღის გაფორმება გამოდგა, თორემ ტყვიამდეც არაერთხელ მოკლეს.

ამიტომ, ეს დღე მხოლოდ საზეიმო როდია, ფიქრისაც არის. თუ შევძლებთ და საამისო უნარს ვიპოვით, ცხადია.”