22 ნოემბერი, 2022

დაუმსახურებელი შეურაცხყოფა ლატავრა ფოჩიანს

ქართული ცეკვების გენიალურ შემსრულებელს ლატავრა ფოჩიანს ცხოვრებაში არაერთი განსაცდელის გავლა მოუწია. პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერის გამო, მას ე.წ. ელიტის წარმომადგენლები ქუჩაშიც კი აყენებდნენ შეურაცხყოფას.

ლალი კოსტავა, ლატავრა ფოჩიანის მეგობარი:

„გასაოცრად უშიშარი იყო, მიტინგების დროს იდგა და კეფაზე აფარებდა ხელს ბატონ ზვიადს, ტყვია რომ არ მოხვედროდა, გადაფარებია კიდეც. პირდაპირ უპირისპირდებოდა მხედრიონს. ზვიადის დამხობის შემდეგ, მონაწილეობდა ყველა საპროტესტო აქციაში, დემონსტრაცებში, რომელიც იხვრიტებოდა. სდევნიდნენ, სახლში უცვივდებოდნენ, გამზრდელი ქალი მოუკლეს კიდეც…

იყო შემთხვევები როდესაც ე.წ. ელიტის წარმომადგენლები ქუჩაშიც კი აყენებდნენ შეურაცხყოფას, მათაც მოიკვეთეს და თვითონაც განუდგა, შინ ჩაიკეტა, აღარ გამოდიოდა.

საშინლად უჭირდა, თუ რამ ჰქონდა გასტროლებისას შეძენილი, მშრალ ხიდთან კაპიკებად ჰყიდდა…

შინიდან მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო გამოსვლა, რაც მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში. იმედი და რწმენა დაუბრუნდა. მხარს უჭერდა და საშინლად განიცდიდა ყველაფერს, აღიზიანებდა ოპოზიცია, რომელთაც მოკლეს ზვიადი და ახლა სააკაშვილს უტევდნენ…“