30 ოქტომბერი, 2022

საოცარი პროექტი ხელოვნების სასახლისგან

წიგნის “ქსოვილი საქართველოდან” საფუძველზე საოცარი პროექტი შეიქმნა –  მხატვარმა ენდი მეყანწიშვილმა თავის ანგელოზებს ხელოვნების სასახლის მიერ აღდგენილი ისტორიული ქსოვილის სამოსი ჩააცვა.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი: 

“კიდევ ერთი საოცარი პროექტი, რომელიც ჩვენი წიგნის “ქსოვილი საქართველოდან”-ს საფუძველზე შეიქმნა. შესანიშნავმა მხატვარმა ენდი მეყანწიშვილმა თავის ულამაზეს ანგელოზებს ჩვენს მიერ აღდგენილი ისტორიული ქსოვილის სამოსი ჩააცვა. ეს ჩვენი წიგნი არაერთი იდეისა და წამოწყების საფუძველი გახდა.

აქვე პირველად ერთ ამბავს მოვყვები: როცა “ქსოვილი საქართველოდან” გამოვეცით, წიგნი მაშინდელი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის კომისიას წარვუდგინეთ სახელმწიფო პრემიის მოსაპოვებლად, თუმცა გამოცემა პრეზიდენტთან არსებულმა კომისიამ დაიწუნა…

გამოხდა ხანი და ჩვენმა წიგნმა ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო “ევროპა ნოსტრა” მოიპოვა, თავად წიგნი კი ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა.”