5 ოქტომბერი, 2022

მუხრან მაჭავარიანის შესანიშნავი სიტყვები

ქართული პოეზიის გენიალური წარმომადგენელი მუხრან მაჭავარიანი ის პოეტია,რომლის შემოქმედებაც სამუდამოდ გამახსოვრდება.

“არტ ინფო” პოეტის ერთ-ერთ გამორჩეულ ლექსს გთავაზობთ:

“რაც კი ზარია შემოკრული დღემდე ალავერდს, –
მადლი იმ ზართა შეწეოდეს მეზვრე მანაველთ,
მეზვრე ჩუმლაყელთ,
მეზვრე შილდელთ,
მეზვრე ახმეტელთ! –
მე ვინაიდან ღვინოებში კახურს ვაღმერთებ.
რაც კი ზარია შემოკრული აქამდე ყინწვისს, –
მადლი იმ ზართა შესწეოდეს ტურფაა ვინც კი:
მროელთ, არბოელთ,
მცხეთელთ, კასპელთ,
გორელთ აგრეთვე! –
მე ვინაიდან ქალთა შორის ქართლელს ვაღმერთებ.
რაც კი ზარია შემოკრული საერთოდ სადმე, –
მადლი იმ ზართა შესწეოდეს ყველა ნაღდ ქართველს:
ჰყვაოდეს ქართლი,
იმერეთი, ფშავი, კახეთი!
მე ვინაიდან დუნიაზე მამულს ვაღმერთებ.”