22 ოქტომბერი, 2022

მიხეილ ქვლივიძის საოცრად ნათქვამი

პოეტი მიხეილ ქვლივიძე მის უდიდებულესობას – სიყვარულს არაჩვეულებრივ ლექსებს უძღვნიდა.

“არტ ინფო” ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ:

“ჩემი სიყვარული ყველაფერს გერჩიოს,
გახსოვდე ყველგან და მარად
არ გადამეჩვიო,
არ გადამეჩვიო,
არ გადამეჩვიო, არა!

შენ თუ მიმატოვებ ვის უნდა შევჩივლო,
ვინ მეტყვის: წუხილი კმარა…
არ გადამეჩვიო,
არ გადამეჩვიო,
არ გადამეჩვიო,
არა!”