19 ოქტომბერი, 2022

გამორჩეული ვიდეო მაკა შალიკაშვილისგან

მსახიობი მაკა შალიკაშვილი ათასობით მაყურებელს მისი უბრალოების გამო უყვარს.

მის მიერ წაკითხული ლექსები კიდევ უფრო გვაყვარებს პოეტებს.

ამჯერად მაკამ პოეტ ზურა გოშაძის ლექსი წაგვიკითხა:

“გეკითხებიან, რა გაწუხებსო,
შენ კი პასუხობ, არაფერია,
სიყვარულს ფანტავ, ლექსობ და მღერი,
სხვებიც ლაღობენ, სხვებიც მღერიან.
მხოლოდ შენ იცი გულს რა ადარდებს,
რომ შენი ფიქრი სევდის ფერია,
მე ვადღეგრძელებ დღეს იმ არაფერს,
რომლის უკანაც ყველაფერია.”