24 ოქტომბერი, 2022

ანჯელინა ჯოლის უდიდესი გამოწვევა

მსოფლიო ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი უდიდესი გამოწვევის წინაშეა – ლეგენდარული საოპერო დივას მარია კალასის როლი უნდა შეასრულოს.

ბიოგრაფიული ფილმის “მარია” რეჟისორია პაბლო ლარიანი და მასში მაყურებელი იხილავს უდიდესი საოპერო მომღერლის მღელვარე და ტრაგიკული ცხოვრების უკანასკნელ დღეებს.

ანჯელინა ჯოლის თქმით, ოცნება აუხდა, რადგან მარია კალასის როლის შესრულება  მისთვის უდიდესი პატივია.