8 სექტემბერი, 2022

ტარიელ ხარხელაურის საუკეთესო სიტყვები

ტარიელ ხარხელაური ის პოეტია, რომლის თითოეული სტროფიც ნამდვილი საგანძურია.

გარდაცვილილი შვილისადმი მიძღვნილი ლექსები განსაკუთრებით ძვირფასია.

“არტ ინფო” ერთ-ერთ მათგანს გიზიარებთ:

“შენს მკერდზე, შვილო,
ჩემს ცრემლებს სძინავთ,
ჰქრის, და ღრუბლები საფლავს ნამავენ,
რა უსაშველოდ ცივია წვიმა –
რა უსაშველოდ ცივი სამარე…
შრიალებს ხშირი ვერხვების მწკრივი,
ამოდის მთვარე, სრული ამჯერად,
შვილო! შენში მე ვინახავ ტკივილს
ყველა ტკივილის გადასარჩენად…
და ჰგოდებს გული, და კვნესის გული,
საფლავის ქვათა მტანჯავს გოდება,
საწუთროს ფერით ვარ დანისლული –
ეს თალხი ფერი არა მშორდება.
ვზივარ და ვუსმენ მშფოთვარ საფლავებს,
აქ შიშველ ძვალთა ხმაური მესმის,
რას ვერჩი, შვილო, ან ქარს, ან მთვარეს,
ან ეს წყეული რად მტანჯავს ლექსი.
თენდება…
ქვებზე სისველე შეშრა,
შეწყდა წვიმა და, მთვარეც ჩავიდა,
მივდივარ, შვილო, ახლა ამ შეშლას
აჰყევ და, აჰყვა ხმა საფლავიდან.
მივდივარ, შვილო! დამძიმდა ფრთები,
სამაროვანებს მწუხართ ვტოვებ და
შეეცდებიან მრავალჯერ მთები
ჩემს მობრუნებას სიმარტოვიდან.
ზურგს უკან ცივი სისინებს ქარი,
მხრებზე მებნევა ცრემლი საფლავთა,
სულ მარტოდმარტო მივდივარ მგზავრი –
მგზავრი, რომელიც ფიქრში დამთავრდა.”