27 სექტემბერი, 2022

ირაკლი ამირეჯიბის საოცარი ისტორია

ირაკლი ამირეჯიბი – მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის შვილი აფხაზეთის ომში დაიღუპა.

ულამაზესი ქართველი ვაჟკაცი აფხაზმა სნაიპერმა ეკა ახალაიამ გაიხსენა.

ირაკლი ამირეჯიბის საოცარი ისტორია ეკა ბაქრაძემ გაგვიზიარა:

“თქვენი მწერალი რომ არის – ამირეჯიბი – მაგისი ბიჭი იბრძოდა აქ, ჩვენს წინააღმდეგ, თბილისელების ბატალიონში.

მაღალი, ლამაზი ბიჭი იყო…  ვეფხვივით იბრძოდა. ნადირობდნენ ჩვენები მასზე… დაიღუპა…
მაშინ ჩვენები თეთრი დროშით გადავიდნენ მტრის პოზიციაზე, მიუსამძიმრეს ბატალიონს.

ომი ომიაო, მოუბოდიშეს, შემდეგ უკან დაბრუნდნენ და გაამაგრეს თავისი პოზიციები…

ლიტველმა სნაიპერმა ქალმა მოკლა. ძალიან მოსწონებია და დანანებია, ასეთ სილამაზეს როგორ უნდა ვესროლოო, თუმცა მერე გვითხრა, ამაში ხომ ფულს მიხდიდნენო… და უსვრია..

ერთხელ დახარა თავი ირაკლიმ, ერთადერთხელ, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მანქანიდან დაჭრილი გადმოეყვანა და ტყვია სწორედ მაშინ მოხვდა…”