გიფიქრიათ რა განსხვავებაა სიყვარულსა და პატივისცემას შორის? – ამაზე ფილოლოგი გია მურღულია მოკლედ, მაგრამ ძალიან საინტერესოდ საუბრობს:
“რა განსხვავებაა სიყვარულსა და პატივისცემას შორის? – პირველი ნაკლებად რაციონალური და შედარებით მდგრადია, მეორე – ლოგიკურად შესატყვისი და შედარებით ცვლადი.
შეიძლება ვინმე უპირობოდ გიყვარდეს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში მის ქცევას პატივს არ სცემდე.
მაგალითად – შვილი, მეგობარი ან ცნობილი ლიდერი.
ვინმემ თუ თქვა, ძალიან მიყვარს, მაგრამ ახლა – კონკრეტული მიზეზით – პატივს არ ვცემო, შეიძლება მართალია.
მორალური კანონის საფუძველი, ღირებულებებთან ერთად, ეს არის – სიყვარულმა არ უნდა უარყოს ძვირფასი ადამიანი, მაგრამ მოვალეა უარყოს მისი ნაკლოვანებები, დიდი შეცდომები და დანაშაული.”