31 აგვისტო, 2022

იცით ქართული ცეკვების ყველა სახეობა?

ქართული ცეკვების ჩამოთვლისას, ყველას მაშინვე ახსენდება ცეკვა ქართული, მთიულური, სამაია, ხორუმი, განდაგანა…

“არტ ინფო” გთავაზობთ ქართული ცეკვების ყველა სახეობას:

ცეკვა ქართული – ეროვნული საცეკვაო ხელოვნების გვირგვინი.
ხორუმი – საბრძოლო საფერხულო ცეკვა.
განდაგანა – აჭარის პოპულარული ცეკვა.
ფერხული – ამ ცეკვის მრავალი ვერსია არსებობს. რაც ქორეოგრაფიული კულტურის სიძველეზე მიუთითებს.
ფერხული ფარცა-კუკუთი – საბრძოლო შინაარსის გურული ფერხული.
ძაბრალე – მეგრული ფერხულის ერთ-ერთი სახეობა.
მოხევური – სასიყვარულო მოტივზე აგებული ცეკვა.
ლაზური – ხორუმის მსგავსი ცეკვა.
სამაია – სამი ქალის ლირიული ცეკვა.
ნარნარი – ქალთა ლირიული ცეკვა.
ქალთა მოხევური – მთიელ ქალთა ცეკვა.
ფშაველ ქალთა ლხინი – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალთა ჯგუფური ცეკვა.
დავლური – ძველი სადარბაზო ცეკვა.
ძველი თბილისის ბოჰემა – ეს ცეკვა ძველი თბილისის ქალაქური ფოლკლორია.
მუხამბაზი – ძველი თბილისის თავად-აზნაურთა ცეკვა.
კინტოური – კინტოთა საქმიანობასთან დაკავშირებული ცეკვა.
ყარაჩოხული – ეს არის უფრო დარბაისლური ცეკვა, ვიდრე კინტოური.
ბაღდადური – ცეკვა, რომელიც ძველ ტფილისს ეძღვნება.
მხედრული – მხედარი მამაკაცების ცეკვა.
მთიულური – მთიელთა ქართველ ცეკვა.
ხანჯლური – მთიულურის ელემენტებზე აგებული ცეკვა.
შეჯიბრი – ცეკვა მთიულურის ნაირსახეობა.
ფარიკაობა-კეჭნაობა – ხევსურული ცეკვა.
ლილე – მზის სადიდებელი ფერხული.
მუმლი მუხასა – მესხური ფოლკლორის მარგალიტი.
თამარ დედოფალ რავქსენია – საფერხულო ცეკვა, რომელიც თამარ მეფის სვანეთში ჩასვლას უკავშირდება.
მუშაითობა – სიმღერითა და აკრობატული ილეთებით აღსავსე სანახაობა.