3 ივლისი, 2022

უმთავრესი სათქმელი თინათინ მღვდლიაშვილისგან

პოეტ თინათინ მღვდლიაშვილისა და მისი ლექსების მოყვარულებისთვის მხოლოდ სიმართლე და სიყვარულია ის მთავარი სათქმელი, რის გამოც შემოქმედი უყვართ:

“მე დავიბადე, რომ ქართველი მერქვას სახელად,
რომ საქართველოს ვექართველო კუბოს კარამდე…
ქართლის ბედის და უბედობის საქებ-საზვერად,
მე დავიბადე!..
მე დავიბადე შეფიცულთა თანაზიარად,
ვით ამორძალი მეომარი, მდედრი მსახური…
გადამიღეღეთ გულისპირი, ნახავთ, იარად
ზედ ერთიანი რუკა არის ამოკაწრული.
ჩემო სამშობლოვ, რადგან მტერი შენ გყავს ურიცხვი,
მე დავიბადე, რომ უკუნში ნათელს ვთესავდე…
ჰა, საქართველოვ, ჩემი მაჯა, ჩემი გულ-ღვიძლი,
თუნდ კავკასიონს მიმაჯაჭვე პრომეთესავით!..
მე დავიბადე მეციხოვნედ, ურცხვთა სამხელად,
რომ ქართულ საქმეს ვემსახურო, შევძლებ სადამდეც…
ღმერთო, ალაზნის სანახები მქონდეს სამზერად
და საქართველო აღდგენილი დარუბანდამდე!..”