13 ივლისი, 2022

ნიკოლოზ წულუკიძე თემურ წიკლაურზე

nikoloz-culikidze-da-temur-ciklauri.jpgთეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე ლეგენდარული მომღერალის თემურ წიკლაურის ცხოვრებიდან უმნიშვნელოვანეს ისტორიას გვიამბობს:

“როცა ვაჟი გარდაეცვალა, ფილარმონიაში უკვე დაგეგმილი იყო “ივერიის” კონცერტები… თემური კი ამ კონცერტების მთავარი პერსონაჟი იყო ყოველთვის… მთელი საქართველო შეძრა მისმა ტკივილმა…

და დადგა კონცერტის დღე… 2500 კაცი სუნთქვაშეკრული და გაოგნებული ელოდა შვილმკვდარ მამას, რომელსაც მათთვის უნდა ემღერა… გამოვიდა თემური მძიმე ნაბიჯებით… გაჭაღარავებული… ცრემლიანი თვალებით… და იმღერა…

2500 კაცი სანთლებანთებული, ფეხზე წამომდგარი… ერთიანად ტიროდა ყველა… ასმაგად შეიყვარა მაშინ მაყურებელმა ამ ადამიანური გმირობისათვის…

ადამიანად დარჩა ბოლომდე… და ეს დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა…”