4 ივლისი, 2022

მუხრან მაჭავარიანის გენიალური პასუხი

გენიოსი პოეტის მუხრან მაჭავარიანის არაჩვეულებრივი ლექსი “პასუხი” ნამდვილად განსაკუთრებულია:

პასუხი

სველია თუმცა
ქვრივთა ცრემლით ქართლის მინდვრები,
დედა ქართვლისა
უფრო ხშირად ვიდოდა ძაძით;
მაგრამ ხალხს,
მჯერა,
კიდევ შერჩა ცრემლი იმდენი, –
კვლავ რომ დაღვაროს, –
თუ კაცური მოუკვდა კაცი!
დღემდეა თუმცა
წყალწითელა სისხლით წითელი,
მომხდურს
ქართველის არ უნახავს რადგან ზურგი;
მაგრამ,
ჯერ კიდევ,
ღვთით, შემოგვრჩა სისხლი იმდენი, –
კვლავ რომ დავღვაროთ, –
დასჭირდება სამშობლოს თუკი!
და, თუა ვინმე-
ეს ამბავი არ სჯერა ვისაც;
ურწმუნო იგი, –
მით უმეტეს თუა ქართველი! –
არც მკვდარს,
არც ცოცხალს –
არ ეკუთვნის მას ქართლის მიწა!
კაცი ასეთი
ცხენის ძუით არის სათრევი!”

NUMBER · CORPORATION