22 ივნისი, 2022

უნიჭიერესი ალიო მირცხულავა

პოეტ ალიო მირცხულავას შემოქმედებაში 1951 წელს დაწერილი ლექსი “არ გამაგონო” ერთ-ერთი გამორჩეულია:

“არ გამაგონო დაფა-ზურნის ჰანგი ველური,
ჩემს თბილისში ვარ, დაუკარი ტკბილქართველური!
განა დაგვძლია დამპყრობლების ძალამ ურიცხვმა,
კმარა ზურნის ხმა, გამაგონე სალამურის ხმა!
დაფდაფს დაირა მირჩევნია, ჩვენი დაირა,
თეთრი დაირა, რომ ღუღუნებს მტრედისნაირად.
არღანს არა სჯობს ტანწერწეტა ჩვენი ჩონგური?
თამარ დედოფლის გვირგვინივით შვენის ქონგური.
ზურნა არ მიყვარს, დაფდაფის ხმაც, არღნის ჩხავილიც,
ქართლის ქუჩებში მომწყვდეულან ქარიშხალივით.
მაგ დაფა-ზურნით მოდიოდა ურდო უცხოთა,
იგი მძვინვარე შაჰ-აბასის ჯარს მიუძღოდა.
და ისევ ის ხმა, შორეული, ჩვენი კი არა,
ტკბილი კი არა, მწველზე მწველი, როგორც იარა,
არ გამაგონო! თორემ გული, გული ღონდება,
ჩემი სამშობლოს აოხრება მომაგონდება!”