7 ივნისი, 2022

თინათინ მღვდლიაშვილის უძვირფასესი სიტყვები

პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა უძვირფასესი სიტყვები მიუძღვნა საყვარელ სამშობლოს – საქართველოს:

“მე დავიბადე, რომ ქართველი მერქვას სახელად,
რომ საქართველოს ვექართველო კუბოს კარამდე…
ქართლის ბედის და უბედობის საქებ-საზვერად,
მე დავიბადე!..
მე დავიბადე შეფიცულთა თანაზიარად,
ვით ამორძალი მეომარი, მდედრი მსახური…
გადამიღეღეთ გულისპირი, ნახავთ, იარად
ზედ ერთიანი რუკა არის ამოკაწრული.
ჩემო სამშობლოვ, რადგან მტერი შენ გყავს ურიცხვი,
მე დავიბადე, რომ უკუნში ნათელს ვთესავდე…
ჰა, საქართველოვ, ჩემი მაჯა, ჩემი გულ-ღვიძლი,
თუნდ კავკასიონს მიმაჯაჭვე პრომეთესავით!..
მე დავიბადე მეციხოვნედ, ურცხვთა სამხელად,
რომ ქართულ საქმეს ვემსახურო, შევძლებ სადამდეც…
ღმერთო, ალაზნის სანახები მქონდეს სამზერად
და საქართველო აღდგენილი დარუბანდამდე!..”