17 ივნისი, 2022

ნუგზარ შარიას მხიარული ისტორია

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მსახიობი ნუგზარ შარია თავისი ცხოვრებიდან ერთ-ერთ მხიარულ ისტორიას იხსენებს:

“მაშ ასე, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, “ნამდვილი ამბავი”, თუ ქართული ფილმიდან “პალიასტომი” დარჩიას მკვლელობის ეპიზოდში არსებული ეპიზოდი, როგორ აღმოჩნდა ფლორიდის შტატის პოლიციის სამმართველოს ტეროროზმის წინააღმდეგ გამოძიების ცენტრალურ სამმართველოში.
კერძოდ, ამ რამდენიმე წლის წინათ,კ იბოს გამოკვლევის სამედიცინო პროცედურებისას, “პალიასტომიდან” ყაჩაღ დარჩიას ფოტო სურათი შაშხანით ხელში, მივიტანე ფოტო ატელიაში ამ სურათის გადიდებისათვის.
დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, სახლში დამადგა შეიარეღებული პოლიციელების ხელბორკილებიანი ჯგუფი, რომლებმაც მიბრძანეს ხელების აწევა და დამადეს ბორკილებიც. რომლის შემდეგ შემოვიდნენ სახლში და დამიდეს “პალიასტომიდან” დარჩიას ფოტო შაშხანით ხელში.
ესე იგი მიმიჩნიეს ტერორისტად. პასუხად გადავირხარხარე და ავუხსენი, რომ ეს იყო ფოტო სურათი ქართული ფილმიდან. პოლიციელებმა ერთმანეთს გადახედეს და მოითხოვეს კომპიუტერზე ამ ფილმის ჩვენება რის შემდეგ ხელბორკილებით გავხსენი კომპიუტერი და პოლიციელებს ვაჩვენე დარჩიას მკვლელობის ეპიზოდი.
პასუხად პოლიციელებმა შემხსნეს ბორკილები და უმორჩილესად მთხოვეს გავყოლოდი მათ პოლიციის სამმართველოში ჩემი კომპიუტერით პოლიციის სამმრთველოში “პალიასტომის” დემონსტრირებისათვის.
მართლაც პოლიციის სამმართველოში ნაჩვენები იქნა ქართულ ენაზე მთელი ფილმი “პალიასტომი” ჩემს მიერ ინგლისური თარგმანით როგორც დადასტურება, რომლის შემდეგ მთხოვეს მათთან ერთად სამახსოვრო ფოტო სურათის გადაღება და ჩემი ავტოგრაფებით!!!
ეს მართლაც საოცარი ისტორია გადაცემული იქნა ფლორიდის ქალაქ საეასოტას ადგილობრივი ტელე არხით!!!
აი, ასე, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, ცნობისათვის დარჩიას ფოტო შაშხანით ხელში ასევე ეკიდა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს ბარაქ ობამას კაბინეტის კედელზე წარწერით “სისონა დარჩია”, რასაც დაემატა ქალაქ სარასოტას პოლოციის სამმართველოში ქართული ფილმის “პალიასტომის” დემონსტრირება!!!”