4 ივნისი, 2022

ნატო გელაშვილის საუკეთესო გზავნილი

მომღერალი ნატო გელაშვილი ათასობით ერთგულ მსმენელს და გულშემატკივარს საუკეთესო გზავნილს უგზავნის:

“ორმა ადამიანმა, ვინ პირველი იქნებოდა და ვინ ბოლო, ერთმანეთის ჯინაზე გაატარეს წუთისოფელი.

ერთმა სახლი აიშენა, მე რითი ვარ მასზე ნაკლებიო, მეორემაც დაიწყო შენება და ა.შ…

ერთმა ცალ თვალში მხედველობა დაკარგა და ცალთვალა დარჩა, მეორე წავიდა, როგორ მაჯობაო და ორივე თვალი დაიბრმავა…

მე ორივე და გახელილი თვალით ვუყურებ ამ სამყაროს და ჭუჭრუტანიდან ცალი თვალით არასოდეს ვიყურები.

პოზიტიურ განწყობას გისურვებთ ყველას.”