18 ივნისი, 2022

ლია ელიავასა და აკაკი ხორავას ამბავი

მსახიობები ლია ელიავა და აკაკი ხორავა ერთმანეთს პირველად თეატრალურ ინსტიტუტში მისაღებ გამოცდაზე შეხვდნენ.

ლია ელიავა გენიალურ მსახიობთან შეხვედრას უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით იხსენებდა:

„სკოლა რომ დავამთავრე, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება გადავწყვიტე.

გამოცდა ძალიან სერიოზული იყო, მცდიდნენ ჩვენი თეატრის კორიფეები – ბატონები აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე და შესანიშნავი ქალბატონი მალიკო მრევლიშვილი.

დღესაც მახსოვს აკაკი ხორავას ხავერდოვანი ხმა და მისი სიტყვები: „ელიავა ღელავს, მაგრამ ელავს.”

საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ბატონ აკაკი დვალიშვილის ჯგუფში მიმიღეს.”