21 ივნისი, 2022

გენიოსი ზვიად გამსახურდია

ზვიად გამსახურდიას ჩანაწერებიდან და წერილებიდან თითოეული მათგანი, რაც დრო გადის, სულ უფრო ძვირფასი და ღირებულია.

“არტ ინფო” პატარა და მნიშვნელოვან წერილს გთავაზობთ:

“დიახ, დიახ მეგობრებო, ბნელეთის მოციქულთა მრავალრიცხოვანო ლეგიონერებო, ისტორიაში მუდამ მცირენი იყვნენ უმაღლესი სიკეთისა და ჭეშმარიტებისათვის თავდადებულნი, მაგრამ მათი სულიერი ძალა და შემართება მარად სძლევდა მრავალრიცხოვანებას წყვდიადისას!

დიახ, მარად ასე იყო: ჭეშმარიტების მშვენება და სიდიადე იმით როდი განისაზღვრებოდა, თუ იმთავითვე რამდენი იგებდნენ ან აფასებდნენ მას! მაგრამ განგების კეთილი ნება ისტორიის საჭეს სწორედ ამ მცირერიცხოვანთა გეზს უქვემდებარებდა და არა ქაოსის უზომობასა და უსახობას.”