23 ივნისი, 2022

ძალიან კარგი ამბავი ზურა ბაკურაძეზე

ტრაგიკულად გარდაცვლილ მომღერალ ზურა ბაკურაძესთან დაკავშირებით ძალიან კარგი ამბავი ვრცელდება.

ანსამბლ “ქართული ხმების” წევრის სახელის უკვდავსაყოფად მისი გარდაცვალებიდან 1 წლისთავზე ონის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლას მისი სახელი მიენიჭა.

ზურა ანსამბლ „ქართული ხმების“ უცვლელი წევრი იყო გარდაცვალებამდე.

სიმღერა ბავშვობიდან დაიწყო, 15 წლის ასაკში მღეროდა ანსამბლ „ერისიონში“, ანსამბლ „ლაშარში“, ანსამბლ “რუსთავში”, დიდი წვლილი მიუძღვის ანსამბლ „ბასიანის“ შექმნაში.

მონაწილეობა მიიღო „ქართული ხმების სტუდიის“ შექმნაში, რომელიც განსაკუთრებით შეიყვარა ქართველმა მსმენელმა.

ზურას საკუთარი სტუდია „უნისონი“ ჰქონდა და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდა თაობისთვის ქართული მრავალხმიანი მუსიკის ზიარების საქმეში.