23 მაისი, 2022

საუკეთესო წერილი ილია ჭავჭავაძეზე

პოეტსა და მწერალზე ილია ჭავჭავაძეზე ძალიან კარგ წერილს გვთავაზობს ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა:

“1903 წელს, თბილისში, ნაძალადევში იხსნებოდა მუშათა ბიბლიოთეკა. ვინ უნდა წასულიყო იქ პირველ რიგში, თუ არა ილია ჭავჭავაძე? მივიდა, სიკვდილამდე 4 წელი იყო დარჩენილი, სიკვდილამდე არა, მის მოკვლამდე, ესეც არ უნდა დაგვავივწყდეს.

და რა მოხდა? მუშები მიცვივდნენ მოსაკლავად, ორგანიზატორები მივიდნენ ილიასთან, გააფრთხილეს, ჩუმად უთხრეს და უკანა კარიდან გააპარეს. მე ამ მომენტმა, პირველად რომ წავიკითხე, მომკლა და ახლაც, რამდენჯერაც ამას გავიხსენებ, მე ვკვდები. მოკვდეთ უნდა ამის ყოველ გახსენებაზე.

ვფიქრობ ილია ჭავჭავაძეზე – იმ დროს როგორ გავიდა ფეხებდასიებული ავადმყოფი კაცი იქიდან. როგორ ეძინა იმ ღამეს? რა ვქენით ჩვენ? რა გავაკეთეთ? მაშინ მოვკალით!

ვიცოდეთ, ილია დღეს აქ არის, ჩვენში, ყოველ ჩვენგანში არის, მოღალატეებშიც არის და ნუ მოკლავენ თავიანთ თავში კიდევ ერთხელ.

სულხან საბა ორბელიანი წვერებით ვათრიეთ. მე არ ვამბობ ათრიეს – ვათრიეთ, იმიტომ რომ კიდევ ვართ ჩვენ ის ხალხი, რომელიც ამას ვაკეთებთ.

მამარდაშვილი მოვკალით, იაკობ გოგებაშვილს მოგებაშვილი დავარქვით. როცა გარდაიცვალა, დაკერებული ფეხსაცმელი ჩააცვეს კუბოში და ისე გავისტუმრეთ. ჩვენ ვართ ეს ხალხი – ჩვენ. დღესაც ასე ვართ, მაგრამ არის გრიგოლ ხანძთელი, არის ექვთიმე თაყაიშვილი, არის ილია ჭავჭავაძე, არის გურამ შარაძე. რა ვუქენით მათ, ჩვენ მოვკალით? არა, ჩვენ ყოველდღე ვკლავთ მათ, იმიტომ რომ სიკვდილი არ ვაკმარეთ. საკუთარი სიკვდილით არ მოკვდნენ ისინი. სიტყვამ მოკლა მამარდაშვილი, ილიაც სიტყვამ მოკლა, ილიას სიკვდილი მომზადდა იმითი, რასაც უკეთებდნენ მას. იმ ცილისწამებებით მომზადდა.

ბანკი დააარსა ადამიანმა და შეჭამა ბანკიო. და აღმოჩნდა, რომ გარდაიცვალა, ბანკის ვალები ჰქონდა…”