19 მაისი, 2022

მოუსმინეთ ქეთევან კიკნაძეს

მსახიობ ქეთევან კიკნაძეს საყვარელი საქმიანობის გარდა – პოეზიის მუზაც სტურობს ხოლმე.

“არტინფო” მის ერთ-ერთ ლექსს გიზიარებთ:

“სიბერემ ჩამოიარა,
ღიმილით თვალი ჩამიკრა,
ჩურჩულით ყურში უთხარი,
გაგიჟდი? ჩემგან რა გინდა,
ვინმეში ხომ არ გეშლები,
ვერ ხედავ როგორ დავდივარ?
სიბერევ ჭკუით იყავი,
ცხოვრებას ვიწყებ თავიდან.”