22 მაისი, 2022

მორის ფოცხიშვილის წინასწარმეტყველება

პოეტმა მორის ფოცხიშვილმა ჯერ კიდევ წინა საუკუნეში იწინასწარმეტყველა ის, რაც დღეს ხდება:

წინასწარმეტყველება

ვიცი, ვინც ბევრს ლაპარაკობს,
ლაპარაკით დაისჯება,
ვინც თავს იქნევს ყველაფერზე,
თავის ქნევით დაისჯება.

ვინც ხეს ჭრიდა, მოჭრილი ხის
ტკივილებით დაისჯება,
წყალს ამღვრევდა, სულ ერთია,
ის უწყლობით დაისჯება.

ვინც ღმერთს სცოდავს, ცრუ საწუთროს
უღმერთობით დაისჯება,
ვინც კვლავ უსამართლოდ დამსჯის,
უსამართლოდ დაისჯება.

ალბათ ჯერაც არვინ უწყის,
რასაც ვამბობ, რა მიჯდება, –
ვინც მე ახლა გიჟად ჩამთვლის,
ჩქარა თვითონ გაგიჟდება”.