26 მაისი, 2022

გენიალური ზაქარია ფალიაშვილი

გენიალური კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით წერდა:

„სამშობლო, სამშობლო, ჩემო ლამაზო!“…

შიში მიპყრობს… ვგონებ რომ რაიმე ტრაღიკული უნდა დასტრიალდეს ჩვენი ქვეყნის თავზედ… ღმერთო, მე გთხოვ მუხლჩავარდნილი, არ გამხადო ვალდებული, რომ „სამშობლოს“ ნოტები გულღიად და თავისუფლად ვერ ვიღიღინო ჩვენი ქვეყნის ალაგში. დაე, არასოდეს არ დაგვდგომოდეს დღე ასეთი…

მაგრამ, ვაი, რომ უკვე საზღვრებს მოსდგომიან ალესილ კბილთა ერთობლიობით, თითქო დიდი რამ დანაშაული მიუძღვის ჩვენს ქვეყანას რამეში…

დამოუკიდებლობის დაკარგვა არა და არ მოგვცემს ხელს… ჩვენ თავისუფლება გადაგვარჩენს მხოლოდ!

მედგრად, მედგრად იყავით ჩემო ქართველნო!”